"ოლიგარქები ბოლომდე ანადგურებენ დემოკრატიის ნარჩენებსაც კი" - მიხეილ სააკაშვილის სტატია washington post-ში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონ პოსტში სტატიას აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი, თავის სტატიაში უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს და ოლიგარქიაზე საუბრობს.

„ნავთობისა და საბანკო სექტორის მაგნატი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, ქვეყნის მეორე უმსხვილეს პოლიტიკურ ძალას აყალიბებს. სხვა პარტიებთან გაერთიანება კი ძალაუფლების კონსოლიდაციას აძლიერებს.

პლაჰოტნიუკი სრულად აკონტროლებს პარლამენტს, ძალოვან სტრუქტურასა და სასამართლოებს, მაგრამ თანამდებობის მიმართ ინტერესი არ გააჩნია. მისი მეტსახელი მოლდოვაში „მეთოჯინეა“. თებერვლის არჩევნებმა მისი გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა.

მოლდოვაში მთლიანი შიდა პროდუქტის წილი ერთ ადამიანზე 3,226 დოლარის შეადგენს. პლაჰოტნიუკის ქონება კი 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედეგად ის მილიონჯერ უფრო მდიდარია ვიდრე საშუალო სტატისტიკური მოლდოველი.

ეს თავსატეხი ეხება რუსეთის ფედერაციის მეზობელ ორ ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას. მოულოდნელი არ არის, რომ ასეთ დროს, ძალის კონცენტრაცია ოლიგარქის ხელში ხვდება.

როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყანა მიიჩნეოდა მსოფლიოს ტოპ რეფორმატორად. დღეს საქართველოს ჰყავს თავისი პლაჰოტნიუკი - ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

ის ფლობს $ 4.9 მილიარდ დოლარს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მესამედია. მის მიერ, რუსეთში დაგროვებული ქონების წარმომავლობა, რა თქმა უნდა, ბუნდოვანია. ივანიშვილი მართავს საქართველოს, როგორც საკუთარ მიწის ნაკვეთს და სარგებლობს საჯარო და სასამართლო უწყებების ერთგულებით.

ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა საქართველოს მომავლის შექმნით მოტივირებული არ არის. რთულია აღწერო მისი პარტიის პლატფორმა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ან 2012 წელს, ხელისუფლების გადაბარების შემდგომი არსებითი მიღწევები.

ივანიშვილისთვის საკუთარი პარტია მორიგი საინვესტიციო აქტივია და რა თქმა უნდა, ელის სარგებელს.

საჯარო დაწესებულებებში არაფორმალურმა კონტროლმა, ოლიგარქი საქართველოს ეკონომიკის მონოპოლისტად აქცია. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასებისას აღნიშნა, რომ ქართველ ოლიგარქს მიტაცებული აქვს ქვეყანა.

უკრაინა, მოლდოვასა და საქართველოზე გაცილებით დიდია და უფრო მეტი ოლიგარქიც ჰყავს. უკრაინის უმდიდრესი ადამიანი ფოლადის მაგნატი, რინატ ახმეტოვია, რომლის ქარხნებიც აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასის რეგიონში კრემლის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

პოროშენკო საკუთარი საინვესტიციო ფირმით დაუკავშრდა ახმეტოვის ენერგო კომპანიას. აღსანიშმავია, რომ თავად პოროშენკო ნიშნავს ენერგომარეგულირებლის წევრებს, რომლებიც ტარიფებს ადგენენ. როდესაც კომიტეტმა 2016 წელს, ენერგოსუბსიდიები გასცა, ყველაზე დიდი ბენეფიციარები, ბუნებრივია, ახმედოვსა და პოროშენკოსთან დაკავშირებული კომპანიები აღმოჩნდნენ.

მოლდოვა, საქართველო და უკრაინა სხვა პრობლემებსაც იზიარებენ. მათი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათი აგრესიული მეზობელი შემჩნეულია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების წარუმატებლობაში. ვლადიმირ პუტინს, კი მის შემოგარენში აყვავებული დემოკრატიული სახელმწიფოების ეშინია“ - წერს მიხეილ საკაშვილი მსოფლიოს გავლენიან გამოცემაში.

კომენტარი

×