სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 წლის მოზარდი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გარდაიცვალა

10-დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა 9 წლის ბექა დავითაიას გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდს 11 მარტს, ფოთში, ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, დენმა დაარტყა.

თავდაპირველად ის ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ბექა დავითაია სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით (70%) სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მოზარდი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100