სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარკეთილში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს

თბილისში, ვარკეთილში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, ტაქსების ბოლო გაჩერებაზე მოხდა.

დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა მამაკაცებს შორის შელაპარაკება, თუმცა დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.

დაჭრილი, 50-წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100