"SOS!!! მოგვხედეთ, გვიშველეთ, ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ"

"SOS!!!!!!
ხურვალეთიდან გვატყობინებენ რომ რუსები შემოვიდნენ სოფელში!!!
ჩვენ მივდივართ ხურვალეთში!!!!
სასწრაფოდ გაავრცელეთ!!!!" - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მობილიზირებისკენ მოუწოდებს.


ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალური ქსელის მეშვეობით ასევე იტყობინება მომხდარის შესახებ, აქვეყნებს ფოტოსაც და წერს, რომ მოსახლეობის ეზოებში რუსი სამხედროები არიან:

"SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ. ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან, მოსახლეების ეზოებში" - წერს ადგილობრივი მაცხპვრებელი.

კომენტარი