ახმეტაში მაშველი ხანძრის ჩაქრობის დროს დაიღუპა დაიღუპა - 34 წლის ახალგაზრდა სპეცდანიშნულების მანქანის ბორბლების ქვეშ მოყვა

ახმეტაში მაშველი ლევან ოღაძე ცეცხლის ჩაქრობის დროს დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა - 34 წლის ახალგაზრდა სოფელ ნადუქნარში სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სპეცდანიშნულების მანქანიდან ფეხი დაუცდა და ბორბლების ქვეშ მოყვა.

მომხდართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს " - წერია განცხადებაში.

კომენტარი