სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ

თელავში ბუნებრივი აირით ორი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-8 სართულზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 17 წლის გოგონა და 60 წლამდე ქალი სახლში იმყოფებოდნენ. მათ შეუძლოდ იგრძნეს თავი და სამაშველო სამსახურში დარეკეს.

მათივე თქმით, მაშველებმა და სამართალდამცველებმა ბინაში შესვლა სპეციალური ტექნიკით შეძლეს. ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმის თქმით, პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. ადგილზე მაშველები, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100