სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლადო ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა რუსთაველის გამზირზე სცემა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, ლადო ბედუკაძის ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ლადო ბედუკაძე ახლა ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლადო ბედუკაძე რუსთაველის გამზირზე ყოფილმა პატიმარმა სცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100