სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბედური შემთხვევა ქედაში - ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა ქალი

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის ქალი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100