სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1992 წელს დაბადებული პირი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორში დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ, 2010 წელს დაბადებულ, უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, მისი პატარა დის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და მისი და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ განყოფილებას წერილობით, ან დარეკოს ცხელ ხაზზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100