„განგაშის ზარები შემოკრულია... და ეს ზარები დიდი ხანია რეკავს!“

დრონი.ჯი გთავაზობთ ბატoნ თემურ ავალიანის ბლოგ-პოსტს სახელწოდებით: „განგაშის ზარები შემოკრულია... და ეს ზარები დიდი ხანია რეკავს!

ლოდი რომელიც მთიდან დაიძრა მთელ ქვეყანას წალეკვით ემუქრებაგვაფრთხილებს ჩვენი პატრიარქი. დიახ დასასრული დაწყებულია, მაგრამ არა მარტო იმ პარტიის, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, არამედ საქართველოს, მისი ხალხის, მისი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასასრულია დაწყებული.

დიახ! ექვსი წელი დასჭირდა .. „ქართულ ოცნებას“, რომ ქვეყანა დიდი აღმშენებლობის პროცესიდან ჩამოეშორებინა, საქართველოს პრობლემები, ტერიტორიების ოკუპაცია მსოფლიოს დღის წესრიგიდან მოეხსნა, გაენადგურებინა ეკონომიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები, გაეზარდა უმუშევრობა, გაეუფასურებინა ლარი, საგრძნობლად გაეზარდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, პურზე, მედიკამენტებზე, ბენზინზე (როცა მისი ფასი მსოფლიო ბაზარზე 2012 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა) და უკიდურესად გაეღატაკებინა საქართველოს მოსახლეობა. დაპირებულიორჯერ შემცირების ნაცვლადლაპარაკია კომუნალური გადასახადების გაზრდაზე, რაც ისედაც მძიმე ტვირთად აწევს უმუშევარ და გაღატაკებულ მოსახლეობას.

ხალხის ნდობა დაკარგა და ივანიშვილის სამსახურშია სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უშიშროების სამსახური. რიგითი მოქალაქე აქ ამაოდ ეძებს იპოვოს სამართალი და ზოგჯერ იძულებულიარუსთავი–2“-იდან მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას.

ყველა მინისტრი, ყველა თანამდებობის პირი ინიშნება პირადად ივანიშვილის მიერ ან აუცილებლად მასთან შეთანხმებით და რომლებიც, როგორც ამ ექვსმა წელმა აჩვენა, მის დავალებებს ასრულებენ ეკონომიკის მოშლის, ხალხის უკიდურესად გაღატაკების და ქვეყნის ავტორიტეტის დაცემის შეუქცევად პროცესში.

ამის ნათელი მაგალითია ახლახან ქვეყანაში გადმოსხმული რუსული დესანტი, რომლებიც წამყვანი სამინისტროების ხელმძღვანელებად დაინიშნენ და რომლებიც გაგებაში არ არიან რომელ ქვეყანაში მოხვდნენ და რა პრობლემები აწუხებს ამ ქვეყნის მოსახლეობას.

ბატონ ბიძინას უყვარს მის ირგვლივ შემოკრებილიდამჯერეხალხი. სხვა კრიტერიუმებიცოდნა, გამოცდილება, ავტორიტეტი და სხვა მონაცემები არ აინტერესებს. სწორედ ასეშეირჩასაქართველოს დღევანდელი პრემიერმინისტრი, რიგით უკვე მეოთხექართული ოცნების“, 6 წლიანი მმართველობის პირობებში. როგორც წერენ, ბატონმა ბახტაძემ, მომგებიანი საქართველოს რკინიგზა ვალებში დატოვა, მაგრამ ამას მის კარიერულ ნახტომზე არ უმოქმედია.

ბატონმა იავანიშვილმა კომუნისტური ეპოქის .. ინტელიგენციის ნარჩენები და საზოგადოების სხვა ავტორიტეტული პირები, რომლებსაც გარკვეული სიტყვა უნდა ეთქვათ ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე, ფულითმაღალი სტიპენდიებით მოისყიდა და გააჩუმა, ხოლო ტელევიზიები, ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის 90% – ფინანსური და სახელისუფლებო მხარდაჭერით, 2 მილიარდზე მეტი თანხა (ამბობენ პუტინის დავალებით) ჩადო პოლიტიკურ ბიზნესში და ფაქტიურად შეისყიდა საქართველო და მისი ელექტროტარი.

საქართველოში, არჩევნების რუსული მეთოდების გამოყენებით, მან შეძლო პარლამენტში თავისი სასურველი პიროვნებების შეყვანა, საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა და მათი უსიტყვო, მონური მორჩილება.

ამბობენ, რომ როცა ბიძინას თავისი ფავორიტები პარლამენტში შეჰყავს ტვინზე .. „პლომბსადებს და მათ რობოტებად აქცევს.

ამ ტვინდაბლოკილ რობოტებს დროთა განმავლობაშიპლომბიეხსნებათ და ნორმალური აზროვნება უბრუნდებათ. მაშინ ბიძინას ისინი აღარ სჭირდება და პარლამენტიდან უშვებს. ასე აღმოჩნდნენ პარლამენტს გარეთ ალასანია, უსუფაშვილი, ბერძენიშვილები და სხვები თავისი პარტიებით. როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ელით ჭიჭინაძეს, ფოფხაძეს. ბესელიას. დღეს ამძველი გვარდიისადგილს იკავებს ბიძინასახალგაზრდა გვარდია.. კომკავშირლები კობახიძის, მდინარაძის, თალაკვაძის, მათიკაშვილის, ოხანაშვილის და სხვა სახით, რომლებიც როგორც სჩანს დიდხანს აპირებენ ბელადის სამსახურს. რაც შეეხება ბატონ ვოლსკის, მისიპლომბისამუდამო გამოდგა და ის მის მოხსნას არ აპირებს.

ყველაფერმა ამან ბატონ ივანიშვილს საშუალება მისცა ჩვენი დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანა მართოს ერთპიროვნულადტოტალიტარული დიქტატურის მეთოდებით, როგორიც დღეს მარტო რუსეთშია შემორჩენილი.

ქვეყანაში იზრდება კორუფცია და ნეპოტიზმი. გაცოცხლდა კრიმინალური სამყარო. იმატა ქურდობის, ყაჩაღობის და მკვლელობის ფაქტებმა, რაც ხელისუფლების მხარდაჭერილი თავიანთ მომხრეებზე ხელის დაფარების, დაუსჯელობის სინდრომის და უმოქმედობის შედეგია. ასეთთა რიცხვს მეთაურობს სარალიძის და მაჩალიკაშვილის მკვლელობების გახმაურებული საქმეები.

მოსახლეობის უკიდურესი სიღატაკის და გაღარიბების ფონზე გამოჩნდა პრივილეგირებული კლასი. .. ბურჟუაზია, თავისი ფეშენებელური სახლებით და სიმდიდრეებით, ლონდონპარიზში შვილების გახიზვნით და იქ ცხოვრების სურვილებით.

სახელლისუფლებოოლიგარქიული ტელევიზიაიმედიუზრუნველყოფს როგორც მათი მხარდამჭერი ხელისუფლების, ისე ამ ბურჟუაზიული საზოგადოების პიარს, ხელისუფლების მოჩვენებითზრუნვასგაღატაკებულ მოსახლეობაზე და მათი მაღალი დონის კულტურულ მოსამსახურეობას. ამ ბრილიანტებში და თვალმარგალიტში ჩასმული პრივილეგირებული კლასის გვერდით, რომლებშიც საღამოებს გართობაში და ორკესტრის გრიალში ატარებენ, არ მინახავს და ვერც წარმომიდგენიარუსთავი–2“–ის მსგავსი რეპორტაჟები უმუშევარი, გასაცოდავებული, გაღატაკებული და უსახლკარო მოსახლეობის დღევანდელ ცხოვრებაზე, ქვეყანაში შექმნილ რეალურ მდგომარეობაზე.

აქ იკრიბება საზოგადოება, რომელსაც ვერ დააჯერებ (ან არ უნდათ დაიჯერონ), რომ საქართველოში მოსახლეობის 60% შიმშილობს, რომ ხალხის 70% უმუშევარია, რომ 140 ათასი ბავშვი მშიერი იძინებს, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სასურველ განათლებას სიღარიბის და ოჯახური პირობების გამო ვერ ღებულობს, ხოლო ის ვინც სრულ უმაღლეს განათლებას იღებს სამუშაოს ვერ პოულობს, რომ ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, შესაფერისი პირობების უქონლობის გამო ოჯახებს ვერ ქმნიან. მათი ნაწილი ან უსაქმურია, ან კრიმინალურ სამყაროს უერთდება, ან ნარკომანი ხდება, ხოლო გოგონები თუ საზღვარგარეთ წასვლას ახერხებენ. სამუდამოდ იქ რჩებიან, ან აქ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებზე თხოვდებიან... ქვეყანა ცარიელდება და დიდი თუ პატარა ქვეყნიდან გარბის.

თუ წინა ხელისუფლების დროს ჩვენი პატრიარქი საზღვარგარეთ წასულ ხალხს დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, დღეს ის მათ იქ დარჩენას ურჩევს, ოღონდ სამშობლოს ნუ დაივიწყებ.

როგორ იმოქმედებს ეს დამანგრეველი პროცესი ჩვენი ერის მომავალზე, მის გამრავლებაზე, გადავშენდებით თუ გადავრჩებით, იარსებებს მომავალში საქართველო და ქართველი ხალხი თუ ჩვენ ადგილზე სხვა ტომები დასახლდებიან?

ხომ არ ხდება ეს პროცესები გამიზნულად, წინასწარ განზრახვით? აი ის უმთავრესი კითხვები, რომლებიც დღეს დგას საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი მომავლის, მისი სახელმწიფოებრიობის არსებობის გარშემო.

ძნელია გასცე სრულყოფილი პასუხი ამ კითხვებს, როცა არ გაქვს ხელში რაიმე დოკუმენტი (კგბ არქივის მორიგ გახსნას პუტინის სიკვდილამდე არ უნდა ველოდოთ), თუმცა ანალიზი და არგუმენტები საშუალებას გვაძლევს (მარტო უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების გარშემო არსებული სამარისებური დუმილი და თიბისი ბანკზე მიტანილი იერიში სავარაუდოდ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რად ღირს), ვივარაუდოთ მაინც, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილის სახით, ან ქვეყნის მართვა არ შეუძლია და რაღაც დაპირებებით, დროებით ატყუებს ხალხს, სანამ უფსკრულში არ გადავიჩეხებით, ან არსებობს რაღაც დავალება ვიაროთ ისეთი გზით, რომელიც ქვეყანას ამ უფსკრულამდე მიიყვანს და როცა სულ ერთი იქნება რომელ გზას ავირჩევთ დასავლეთს თუ ჩრდილოეთს.

მთავარი კი ის არის, რომ ორივე ეს გზა ამ უფსკრულისკენ აწყობს ჩვენს დაუძინებელ მტერსბოროტების იმპერიას და მის დღევანდელ იმპერატორს. იმპერატორი კი ძალიან ჭკვიანი და ცბიერია. მისი უწმიდესობის თქმით ის ბრძენიცაა, მაგრამ გააჩნია ვისთვის.

დღეს კი მსოფლიოს ორივე ნახევარსფერო მის პრობლემას ებრძვის. მან სრულებით გაამართლაიმედები“, რომელიც 2009 წლის მაისის ჩემს სტატიაში (Мировая проблема по имени Путин) გამოვთქვირომ ის საქართველოს და უკრაინის გარდა მსოფლიოს პრობლემაც გახდებოდა. იმედია მისი სახელი მომავალში ბოროტების საზომი ერთეულიც გახდება.

ამის საფუძველს მაძლევს მის მიერ განხორციელებული ის არაადამიანურიშურისძიებები“, რომელსაც ის მიმართავს შეუსრულებელი დავალებების ან რაიმე მცირე გადაცდომების დროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის საცეცებში მოხვდნენ, მისი მსხვერპლია ბევრი სახელმწიფო, პოლიტიკური მოღვაწე და ჟურნალისტი.

და ბოლოს, მინდა ჩემი მთავარი სათქმელი ვთქვადღეს საქართველოში გამოკვეთილია ერთი მთავარი ძალა, რომელსაც ბედის ირონიითქართული ოცნებაჰქვია. ამოცნებასჰყავს თავისი გამოკვეთილი ბელადიბიძინა ივანიშვილი და რომელიც ერთპიროვნულად, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, მართავს ქვეყანას. ამმართვისშედეგები ნაწილობრივ ზემოთ იყო აღწერილი. საქართველოს პრეზიდენტის ახლახან ჩატარებულმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ამ ძალის დამარცხება, ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის პირობებში შეუძლებელია.

მათ ამ არჩევნებში განსაკუთრებით მეორე ტურში გამოიყენეს ყველა ბინძური მეთოდი (ძალადობა, მოსყიდვა, ფული, დაშინება და სხვა), რაც ოდესმე სადმე გამოყენებულა. არჩევნების პროცესში ჩაბმული იყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურა (ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ბიზნესი, საავადმყოფოები, სამინისტროები და თუ რაიმე სიპები და აიპები არსებობს). სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები მიმაგრებულნი იყვნენ ცალკეულ რეგიონებში და თვით ეშმაკსაც კი შეეკრნენ შედეგის დასადებად.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქის მხარდაჭერა მაინც დაიმსახურა.

უფრო შთამბეჭდავი იყო ეს შედეგბი არჩევნების პირველ ტურში, სადაც ხელისუფლება იოლ გამარჯვებას აანონსებდა. ივანიშვილის ოპოზიციამ 62% ამომრჩევლის ხმა მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო ხელისუფლების ფავორიტს. ეს 62% ის აქტიური ამომრჩეველია, რომელიც უკმაყოფილოა ბიძინა ივანიშვილის მართვის მეთოდებით და მხარს უჭერს ახალ გაერთიანებულ ოპოზიციას.

იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა გამოვტაცოთ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ქვეყანა საჭიროა შეიქმნას უფრო გაფართოებული მეორე მთავარი ძალაგაერთიანებული ოპოზიცია. ამ ძალაში უნდა გაერთიანდეს არამარტო ოპოზიციის მთელი სპექტრისაპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ყველა მოქალაქე, ყველა პატრიოტი, ვისაც საქართველოს გადარჩენის სურვილი ამოძრავებს და არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან.

დღეს, რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესების, რაღაც ღირებულებების, ამბიციების და პრინციპების დაცვის დრო არ არის. დასაცავია ჩვენი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მისი ხალხი, მისი აწმყო და მომავალი.

მართალია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო დროა, მაგრამ მიმაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ოპოზიციური ძალა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მისი წარმომადგენლები უნდა დასხდნენ და შეადგინონ სამუშაო გეგმა ამ დიდი და საჭირო პროექტის განსახორციელებლად. უნდა შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი პარტიების და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით და მათ უნდა გაიაზრონ ამ მნიშნველოვანი პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის და ხალხის მომავლისათვის. საჭირო იქნება რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციების შექმნა და მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტი, მომავალ არჩევნებში სტაბილური და საიმედო ელექტორატის შესაქმნელად, აგრეთვე საჭირო იქნება ამ მნიშვნელოვანი პროექტის, საინფორმაციო საშუალებებით უზრუნველყოფა.

საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო გეგმების და ღონისძიებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ვერ დავეთანხმები ზოგიერთი ექსპერტის მიერ დაანონსებულ საკითხს მესამე ძალის შექმნის შესახებ. მესა ძალის რესურსს ქვეყანაში მე დღეს ვერ ვხედავ. და თუ ასეთი ძალა მაინც შეიქმნება და ის მოჩვენებითოპოზიციადმოინათლება, მას იქვეჩაყლაპავსმილიარდელი, როგორცჩაყლაპაბევრი ასეთიპარტია“.

რაც შეეხება სახელს, რომელსაც ეს გაერთიანება, თუ ის საქართველოს ნამდვილ პატრიორტთა ინიციატივით შედგა, მე სიმბოლურად დავარქმევდი იმ სახელს, რომელსაც ჩვენი დღევანდელი საგანგაშო მდგომარეობა იმსახურებს – „მოძრაობა საქართველოს და ქართველი ხალხის გადასარჩენად“.

P.S. წერილი მომზადებული მქონდა, როცა მოვისმინე .თბილისის მერის ბატონი კალაძის განცხადება დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შესახებ.

თბილისის მერმა ჩვეული რიტორიკით ახლადაშენებული კორპუსის ნგრევა წინა ხელისუფლებას გადააბრალა დარუსთავი–2“ და ოპოზიცია დაადანაშაულა, იმაში რომ მათ კრიტიკული გამოსვლები გაბედეს ახლადაშენებულ შენობის ექსპლოატაციაში მიღების შესახებ. სიცრუე, უპასუხისმგებლობა, უუნარობა, დანაშაულის დაფარვა და მისი სხვაზე გადაბრალება, ნეპოტიზმით მოსული ხალხის (ძირითადად საარჩევნო ელექტორატის შესაქმნელად), სახელმწიფო სამსახურებში დასაქმება და მათი დაბალი კვალიფიკაციის გამო სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკონომიკის მოშლა და ქვეყნის ნგრევის პროცესი გახდა ამ ხელისუფლების სამარკო ნიშანი.

მარტო თბილისი არა, მთელი საქართველო ბომბზე ზის.

თემურ ავალიანი,

18 იანვარი, 2019 წელი.

კომენტარი