სიღნაღის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალს ავტომობილი დაეჯახა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა.

სოფელ ჯუგაანში 30 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა, რა დროსაც მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული თავდაპირველად წნორის „არქიმედეს კლინიკაში“ მოათავსეს, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოიყვანეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

×