სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ ის მამაკაცი დააკავა, რომელმაც კომაში მყოფი ქალი დააორსულა

პოლიციამ არიზონას შტატის 36 წლის მოქალაქე ნათან საზერლენდი დააკავა. მას ბრალი ედება კომაში მყოფ ქალთან ინტიმური კავშირის დამყარებაში.

დაზარალებული უკვე ათი წელია კომაში იმყოფება. დანაშალულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალმა მეორმოცე კვირაზე იმშობიარა, თანაც ისე, რომ კომიდან არ გამოსულა - წერს The Washington Post.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა. სანამ ქალს მშობიარობა არ დაეწყო, ექიმებს ეჭვიც არ ჰქონიათ, რომ ის ორსულად იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. იგი კომაში მყოფი ქალის ოჯახმა წაიყვანა და მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო.

გამოძიების კვალი პირდაპირ საავადმყოფოს პერსონალზე წავიდა. მანამ, სანამ პოლიცია დამნაშავის ვინაობას დაადგენდა, სტაციონარის ხელმძღვანელობამ დაუყონებლივ გაათავისუფლა კომაში მყოფი ქალის მკურნალი ექიმი, რომელიც გულგრილობაში დაადანაშაულეს. რაც შეეხება მამაკაცს, რომელმაც იძალადა ქალზე, მისი ვინაობა ბავშვის დეენემის მიხედვით დაადგინეს - საავადმყოფოში მომუშავე ყველა მამაკაცს ჩაუტარდა შემოწმება. ახალშობილისა და საავადმყოფოში მომუშავე ექთნის, ნათან საზერლენდის დეენემი ერთმანეთს დაემთხვა, შესაბამისად პოლიციამ სწორედ ის დააკავა.

ნათანს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - გაუპატიურების მუხლითა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ძალადობის მუხლით. ეჭვმიტანილი აშშ-ს კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით სარგებლობს და პოლიციისთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს, ხოლო სასამართლომ იგი საბოლოო განაჩენის გამოტანამდე 500 ათასი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100