ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთასთან - გარდაცვლილია მამაკაცი

მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფეხითმოსიარულე კაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით ის გზაზე გადადიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი