სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტურიზმის ინდუსტრიას კიდევ ერთი, ყველასგან გამორჩეული ტურისტული კომპანია შეემატა

"თეგეტა თრეველი" - 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრი ტურისტული კომპანიაა; მრავალფეროვანი, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებული, ტურიზმისათვის დამახასიათებელი სერვისებით“ - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს „თეგეტა თრეველის“ დირექტორი, თინათინ გოგუაძე.

რა არის „თეგეტა თრეველის“ ამოცანა?
ჩვენი უპირველესი და უმთავრესი ამოცანაა საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაცია და მოგზაურობის მსურველთათვის სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება:

  • MICE / საქმიანი შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, წვეულებები და გამოფენები
  • Team Building / გუნდის შეკვრისათვის გასამართი ღონისძიებები
  • კერძო და საქმიანი ვიზიტები - როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური
  • თემატური ტურები: კულტურული, საგანმანათლებლო, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, სპორტული და ა.შ.

ქართველ ტურისტებს კი ვთავაზობთ:

  • ავიაბილეთებს
  • რკინიგზისა და სხვა სახმელეთო თუ საზღვაო ტრანსპორტის ბილეთებს
  • MICE, ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში
  • სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნას
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • სავიზო მხარდაჭერას

რატომ „თეგეტა თრეველი“?
გვჯერა, რომ “Tegeta Travel” არის მომხმარებლის შეგრძნებები და ემოციები, რომელიც ტურისტული მოგზაურობის დროს ეუფლებათ. ჩვენთვის უდიდესი პატივია ვიყოთ უცხოელი სტუმრების მასპინძლები. გვეამაყება, რომ მათთან ერთად თითოეულ ნაბიჯს გავდივართ MICE ინდუსტრიაში (შეხვედრები, ინსენტივ ტურები, კონფერენციები და ღონიძიებები). ვგეგმავთ საქმიან და კორპორატიულ ღონისძიებებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს - როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისთვისაც.

უმთავრესი კი „თეგეტა თრეველის“ გუნდია - ტურიზმის სექტორში მათი გამოცდილება, საერთაშორისო განათლება, გუნდური მუშაობა, ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი კომპანიის იმპულსს ამოძრავებს. თითოეული ახალგაზრდა თანამშრომლის შემოქმედებითი, ენთუზიაზმით სავსე და კრეატიული ხედვა კომპანიასა და უშუალოდ მომხმარებელზეა ორიენტირებული:

ბელა კაჭარავა
Head of The Outgoing Department - დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბელა კომპანიაში დიდი მონდომებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ქართველ ტურისტებს ეხმარება მსოფლიოს აღმოჩენაში, უზრუნველყოფს მათ უმაღლესი დონის სერვისითა და მომსახურებით და რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო და დაუვიწყარი მოგზაურობის გამოცდილებას სთავაზობს. ბელა ზრუნავს მომსახურების ხარისხზე და მუდმივად ცდილობს გადააჭარბოს მომხმარებლების მოლოდინსაც კი. იგი პროფესიონალია, რომელიც მთელს სულსა და გულს დებს თავის საქმეში და რთულია თავი არ დაგამახსოვროთ მეგობრული, ინდივიდუალური მიდგომითა და მომსახურებით.
ტელ: +995 514 90 30 20
ელ.ფოსტა:
[email protected]

ვლადა ყანდარელი
Head of The Incoming Department - დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ვლადა გამოირჩევა თავისი ხედვითა და საქმისადმი დიდი სიყვარულით. მისი უმთავრესი ამოცანაა საქართველოს პოპულარიზაცია და გლობალური მასშტაბით ცნობადობის ამაღლება. ვლადას ამის განხორციელებაში ეხმარება დიდი გამოცდილება ტურიზმის სფეროში, პროფესიანალიზმი და საქმისადმი ერთგულება.
ტელ: +995 514 90 30 40
ელ.ფოსტა:
[email protected]

ქეთევან სანადირაძე
შიდა ტურების გაყიდვებისა და პროდუქტ-მენეჯერი.
ქეთევანი სიხარულით, ენთუზიაზმით მიდის სამსახურში და მზადაა ნებისმიერი საკითხი თუ პრობლემა უმოკლეს დროში გადაჭრას. ის დადებითი მუხტითა და შემართებით ელოდება ყველა თქვენგანს - ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ საქართველოს მონახულება. მისი პროფესიონალიზმი და საქმისადმი სიყვარული ნამდვილად იგრძნობა თითოეული ტურისტის პოზიტიურ ემოციებში.
ტელ: +995 514 90 30 70
ელ.ფოსტა: [email protected]

თამარ კახიანი

გაყიდვებისა და პროდუქტ-მენეჯერი.
თამარი უკვე მრავალი წელია ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს და არ არსებობს საქართველოს მოქალაქემ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ვიზის მიღების შესახებ კითხვა დაუსვას, რომ დაუყონებლივ სრულყოფილი და სანდო ინფორმაცია არ მიაწოდოს. თამარი მგზავრების მომსახურების დროს დაგეგმილი თითოეული ტურით პირველ რიგში, თავად იღებს სიამოვნებას. სწორედ ამიტომ, თამარი მომხმარებელში მუდამ პოზიტიურ ემოციებს იწვევს.
ტელ: +995 514 90 30 10
ელ. ფოსტა: [email protected]

მანანა დავლიანიძე

გაყიდვებისა და პროდუქტ-მენეჯერი.
მანანა ყოველთვის პირველი მოიჩქარის ხოლმე სამსახურში და თითოეულ მგზავრთან ერთად მოგზაურობს. მან კარგად იცის თითოეული კლიენტის დასვენების განრიგი და ცდილობს მათთან 24/7 კავშირზე იყოს. მანანა პროფესიონალია, რომელიც ფლობს საერთაშორისო დაჯავშნის სისტემებს, რაც საშუალებას აძლევს მომსახურების მაღალი ხარისხით, სისწრაფითა და დაბალი ფასებით გაანებივროს ტურისტები.
ტელ: +995 514 70 60 30
ელ. ფოსტა: [email protected]

ანა გოგიტიძე
ადმინისტრაციული მენეჯერი.

ანა გამოირჩევა მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების, დროის მართვის, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და დეტალებზე ორიენტირებულობით. მისი დამსახურებაა ოფისში პოზიტიური გარემოს შექმნა, მაშინაც კი როდესაც უამრავი სწრაფად მოსაგვარებელი საქმე აქვს თითოეულ მათგანს.
ტელ: +995 514 90 40 70
ელ.ფოსტა:
[email protected]

თაკო დემეტრაშვილი

დიზაინერი.
თაკოს შექმნილია „თეგეტა თრეველის“ ლოგო და ბრენდინგი - ლოგო, რომელმაც არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა. ის თავისი განსხვავებული ხედვითა და მონდომებით ახერხებს „თეგეტა თრეველი“ ყველასთვის დასამახსოვრებელი გახადოს.
ელ.ფოსტა: [email protected]

აკაკი გუმბერიძე

სოციალური მედიის სპეციალისტი.

აკაკი კრეატიული, განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდაა. ის გულმოდგინედ ასრულებს ყველა იმ საქმეს, რაც ინტერნეტსა და სოციალურ მედიას შეეხება.

ელ.ფოსტა: [email protected]

საბოლოოდ, „თეგეტა თრეველის“ გუნდი ზრუნავს თქვენს კომფორტზე, განწყობაზე და ბევრ სიახლეს მომავალშიდაც გპირდებათ. ნებისმიერი ტურისტული სერვისის მიღების შემთხვევაში კი გელოდებით ჩვენთან ოფისში, მისამართზე:
დავით აღმაშენებლის გამზ. #173, თბილისი, 0112, საქართველო.
ან დაგვიკავშირდით +995 32 2443322
Facebook
www.TegetaTravel.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100