სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში ტრაილერი ჯერ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი ხევში გადავარდა

ქუთაისში, ე.წ. წყალწითელას ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თურქული ნომრებით მოძრავი ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რომელშიც მყოფი ქალბატონი მსუბუქად დაშავდა.

სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100