სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ისევ თავიდან გამოგვიძახეთო, ანუ ხვდებით რატო? იმიტომ რაც უფრო მეტი გამოძახება იქნება ამათაც მეტი პრემიები თუ ბონუსები ერიცხებათ და სანამ ამათ პრემიემს ურიცხავენ ჩვენ შეიძლება ავფეთქდეთ"

აი, რას წერს დიდი დიღომის მაცხოვრებელი ყაზტრანსგაზის თანამშრომლებზე:
"წუხეელ...არ მეძინა მეე...არ ეძინათ ჩემ მეზობლებს...არ ეძინა დიდ დიღომს...არ ეძინა სრულიად საქართველოს...დაუდევრობა...არაპროფესონალიზმი და გულგრილობა მოგვიღებს ბოლოს..რამდენი დღე ბუნებრივი აირის სუნი იდგა ჩვენს კორპუსშიც...
დავრეკეთ მოვიდნენ...არაფერიაო დაგვამშვიდეს...გუშინ საშინლად გამძაფრდა სუნი...და იმ აფეთქების მერე ყურით მოვათრიეთ ყაზტრანსგაზის ბრიგადა,თავზე დავადექით მეზობლები და აღმოჩნდა რომ მეორე სართულის მრიცხველიდან მართლა ჟონავდა გაზი..მერე ვეხვეწეთ სხვა სართულებზეც სუნი დგას და შეამოწმეთო...ნაბიჯი არ გადაგეს...
ისევ დარეკეთო ცხელ ხაზზე და ისევ თავიდან გამოგვიძახეთო ანუ ხვდებით რატო? იმიტომ რაც უფრო მეტი გამოძახება იქნება ამათაც მეტი პრემიები თუ ბონუსები ერიცხებათ.და ამათ სანამ პრემიემს ურიცხავენ ჩვენ შეიძლება ავფეთქდეთ...სანამ ცხელ ხაზზე ისევ დავრეკეთ და ჩვენი მეზობელი ხათო ოპერატორს მოთმინებით,,აბამდა“ რომ უკვე ჩვენთან მყოფ ამ ბრიგადას ზემოთა სართულებზეც გადაედგა ნაბიჯი, მანამდე გაპარულან ეს ხელოსნები...
აი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ...ყაზტრანსგაზ მოგმართავთ თქვენ,კეთილი ინებეთ და აწი მაინც გამოასწორეთ თქვენი შეცდომები...ეს იმ ადამიანებისთვის აწი რა შეღავათია, მაგრამ სხვები რო არ ვიყოთ რიგში....ვიზიარებ დიდი დიღომი..ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ...მძიმე ღამე გვქონდაა...კოშმარი...ღმერთმა დაგიცვათ და დაგლოცოთ ჩემო ძვირფასებო..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100