სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. "ღორის გრიპით" 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ე.წ ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი - H1N1 შტამის ვირუსით 28 წლის ჩოხატაურელი მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის ქუთაისის კლინიკაში 9 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ბიჭის მამა, გია ბერძენიშვილი ამბობს, რომ ექიმებმა H1N1 შტამის ვირუსით გარდაცვალება დაადასტურეს.

მისი თქმით, ვირუსი თანმდევი დაავადების გამო გართულდა, რადგან მის შვილს ეპილეფსია ჰქონდა.

გარდაცვლილის მამის განცხადებით, როგორც კი მისი შვილი შეუძლოდ გახდა, ჩოხატაურიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.

"მისი ფეხით ჩავიყვანე. ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა და მოერია ეს დაავადება. რეანიმაციაში იწვა პირველივე დღიდან. ექიმებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და თან გადაგვყვნენ. პრეტენზია მე არ მაქვს"- განაცხადა გარდაცვლილის მამამ, გია ბერძენიშვილმა.

ამ დრომდე არსებული მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობდნენ, რომ H1N1 შტამის ვირუსით გარდაცვალების 13 ფაქტია დადასტურებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100