H1N1 ვირუსის გამო ე.წ. საზღვარი ოკუპირებულმა ცხინვალმაც დაკეტა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა“ - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დღეიდან ე.წ. საზღვარზე ასევე გადაადგილება შეზღუდა.

კომენტარი

×