ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი ორსართულიანი საერთო საცხოვრებელში გაჩნდა

ხანძარი ქუთაისში - გუგუნავას ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიანი საერთო საცხოვრებლის სახურავს გაუჩნდა.

თავდაპირველად ცეცხლი საცხოვრებელი სახლის ოთახში გაჩნდა, რის შედეგადაც ჭერზე გადავიდა.

მეხანძრეებმა მოხუცი ქალის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ოთახში იმყოფებოდა. დამწვარია 200 კვადრატული მეტრის ფართობი.

საცხოვრებელ კორპუსში 10 ოჯახი ცხოვრობს. მათი განცხადებით, წყალმა მთლიანად დაასველა საცხოვრებელი ოთახები, რის გამოც მათ ღამის გასათევი არ აქვთ.

გუგუნავას ქუჩის მცხოვრებლები მერიას დროებითი საცხოვრებლის გამოყოფას სთხოვენ.

კომენტარი