“ვენდი” და “დანკინი” 2019 წელს 35 რესტორნით ხვდება

თბილისი, 21 დეკემბერი, 2018 – „ვისოლ ჯგუფმათბილისის ისტორიულ ცენტრში, ლესელიძის ქუჩის დასაწყისში, #54 - ში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის,დანკინისკიდევ ერთი რესტორანი გახსნა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფo“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს, რაც ვენდისადადანკინისბრენდის ქვეშ მომუშავე 35 რესტორანს აერთიანებს.

ახალიდანკინისრესტორანი თავისი ერგონომიკით აბსოლუტურად განსხვავებულიადანკინის” ყველა სხვა რესტორნისგან. დანკინის ამ რესტორნის შექმნა ლოფტისსტილში გადაწყდა და ის მართლაც უნიკლური გამოვიდა. როგორც ამასლოფტისსტილი ითვალისწინებს, ამ რესტორანში ყველაფერი მოსახერხებელი, პრაქტიკული და ეფექტურია. „ლოფტიამერიკული წარმომავლობისაა. მას ფაბრიკული ნაგებობებიდან, საწყობებიდან, სახელოსნოებიდან დაედო სათავე. ჩვენმა დიზაინერებმა თბილისის ამ ძველ უბანში საგანგებოდ გაასუფთავეს კედლები აგურის ფენამდე, რაც ვიზუალურად კვეთს სივრცეს და რესტორნის მოსაწყობად უმთავრესად ნატურალური მასალები გამოიყენეს. “დანკინის” ამ რესტორანში ნახატებიც განსაკუთრებულია და ისინი “დანკინის” თემატიკაზეა სპეციალურად შექმნილი. რაც ყველაზე მთავარია, ძალზედ სასიხარულოა, რომირველი წუთებიდანვე ამ რესტორანმა მიიპყრო როგორც ქართველი ასევე უცხოური ტურისტების ყურადღება. რესტორანში სრულიად ოჯახური გარემოა შექმნილი აცხადებსდანკინისგენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

“დანკინი” უდაო ლიდერია საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში. კომპანიის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება რებრენდინგის შემდგომ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. კერძოდ, მთელ მსოფლიოშიდანკინ დონატსისრესტორნები მომავალში დანკინისბრენდით იქნებიან წარმოდგენილები აცხადებს” მშვილდაძე.

გამორჩეული ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვისდანკინიშეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ყავის პროდუქტების გარდა, “დანკინისრესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სენდვიჩ, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა. კომპანიის ბრუნვის 25% კი ყოველდღიურად ახალ, მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის, რომლებიც თბილისში არსებულ დონატების ქარხანაში იწარმოება და დღეში ორჯერ მიეწოდება “დანკინის” რესტორნებს. „ვენდისრესტორნებისთვის კიმეტი ქართული პროდუქტისინიციატივის ფარგლებში 2017 წლიდან პური, საქონლისა და ფრინველის ხორცი საქართველოში მზადდება.

კომენტარი