სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ დრომდე ეუბნებით სარალიძის ოჯახს და საზოგადოებას, რომ არ არსებობს მკვლელი - რატომ აფარებთ ხელს მკვლელს?" - თინა ბოკუჩავა გახარიას

ბატონო გიორგი, რატომ აფარებთ ხელს მკვლელს და ადამიანებს, ვინც თვითონ აფარებდა ხელს დამნაშავეებს? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ თავად ხართ დანაშაულის დაფარვის თანამონაწილე?! - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას.

„წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სადისტურად მოკლეს დათუნა სარალიძე. თქვენ ამ დრომდე ეუბნებით სარალიძის ოჯახს და საზოგადოებას, რომ არ არსებობს მკვლელი. როდემდე აპირებთ ამის გაჭიანურებას და რატომ აფარებთ ხელს მკვლელს და ადამიანებს, ვინც თვითონ აფარებდა ხელს დამნაშავეებს?! იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ თავად ხართ დანაშაულის დაფარვის თანამონაწილე?!“ - მიმართა ბოკუჩავამ გახარიას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100