სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედინაცვალი მცირეწლოვან გერს აწამებდა და მათეთრებელს ასმევდა, რათა მომკვდარიყო

ჩინეთში ახალგაზრდა ქალი მას შემდეგ დააკავა პოლიციამ, რაც აღმოაჩინეს, რომ ის საკუთარ გერს აწამებდა და სასტიკად ექცეოდა.


ერთი შეხედვით, გოგონა ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ჩანდა. ბავშვის მამაც ვერ ამჩნევდა საკუთარ სახლში არსებულ მძიმე ვითარებას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოძალადე დედინაცვალი საკუთარ გერს აწამებდა და მათეთრებელს ასმევდა, რათა მომკვდარიყო.

ეს ყველაფერი ნახევარი წელი გრძელდებოდა, მას შემდეგ, რაც ბიჭუნა მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, სანამ ბავშვის მამას სკოლის პედაგოგმა არ უთხრა, რომ მისი შვილის სხეულზე ჩალურჯებები და ძალადობის კვალი აღმოაჩინა, მამაკაცმა კი თავის მხრივ პოლიციას მიმართა.

ბიჭუნამ, რომელსაც მანამდე ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, განაცხადა, რომ დედინაცვალი აიძულებდა სარეცხის მათეთრებელი დაელია. ასევე, ღამით ახალგაზრდა ქალი ბავშვს გენიტალიებს სახვევებით მჭიდროდ უკრავდა, რათა ღამით ტუალეტში გასვლა არ მოეთხოვა.

მოზარდი ახლა პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოშია მოთავსებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100