გორში ყოფილმა რძალმა დედამთილს სცემა

გორის რაიონული პროკურატურა 38 წლის ქალს ყოფილი დედამთილის ცემაში ადანაშაულებს. მას ბრალი ოჯახური ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი. საქმეზე სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს გაიმართა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

პროკურატურის მტკიცებით, 1980 წელს დაბადებული ქალი, გორში, საცხოვრებელ სახლში, ყოფილ დედამთილთან ერთად იყო, ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებზე კამათობდნენ, კამათი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც რძალმა დედამთილს რამდენჯერმე გაარტყა ხელი. შემთხვევა 2018 წლის 6 აგვისტოს გორში მოხდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ის დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. სასჯელი ასევე ითვალისწინებს შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას.

ბრალდებულს ადვოკატი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰყავს.

კომენტარი

×