ნიკა რურუას ვერის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ

დღეს, კულტურის ყოფილ მინისტრს, ნიკა რურუას 11:00-დან გადაასვენებენ ვერის სასაფლაოს ეკლესიაში, შემდეგ კი, 15:00 საათზე მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 4 დეკემბერს ზანდუკელის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით დაიღუპა.

კომენტარი