თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს

თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით , ერთ-ერთი პირი პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურია.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საცხოვრებელ ბინაში და სადარბაზოს გვერდით მიმდებარე ტერიტორიაზე.

მანამდე გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური 2018 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით დაჭრეს. ასევე ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

კომენტარი