ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ამომრჩეველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის 120-ე საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობა ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენელსა და ამომრჩეველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა დედა-შვილი საარჩევნო კაბინაში ერთად შესვლას აპირებდნენ, თუმცა, ამის შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან კამათის შემდეგ არ მიეცათ.

„მოხუც დედას რომ შევყვე, რა პრობლემაა. ყველაფერზე ნუ ქმნით ამბავს. ზეწოლის მოხდენა რომ მინდოდეს, სახლში ვერ მოვილაპარაკებთ? ნუ დგამთ სპექტაკლს”,- განაცხადა უბანზე მისულმა ამომრჩეველმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა თაობა ევროპული მომავლისთვის” დამკვირვებლის, გრიგოლ გუმბერიძის განცხადებით, თუკი ადამიანს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ამისთვის არსებობს გადასატანი ყუთით.

ვითარება საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა განმუხტეს. საბოლოოდ ამომრჩეველი კაბინაში მარტო შევიდა.


კომენტარი