ირაკლი კოვზანაძე: ჩვენ 600 000-მდე საქართველოს მოქალაქეს ვათავისუფლებთ ფინანსური წნეხისგან

ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ოჯახის ცხოვრებაში. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო დაგროვილი საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორი.


ჭარბვალიანობა მთავარი პრობლემა იყო მათთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები თავისუფლდებიან ამ პრობლემისგან. ერთ წელზე მეტია ამ თემაზე მ იდის მუშაობა. მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ბახტაძისაგან. ეხლა მიდის ორი პარალელური პროცესი. ერთი- ამ პრობლემისგან გათავისუფლება, ანუ ვალების განულება მოხდება და ანალოგიურად, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას, ანუ ორი პროცესი გვექნება- ვალების განულება და ვალების არ დაგროვება. აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობის პრობლემაც მოიხსნება საქართველოს საფინანსო სექტორში.

არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეგრედწოდებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პროცედურები გვექნება. ვალების განულება 600 000-მდე საქართველოს მოქალაქისთვის, ანუ პრაქტიკულად თითქმის ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე გათავისუფლდება წლების განმავლობაში დაგროვილი ამ პრობლემისგან და პირველი იანვრიდან ძალაში შევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რომელიც გულისხმობს ვალების არ დაგროვებას. ეს არის საშვილიშვილო პრობლემისგან გათავისუფლება საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარი