საქართველო-ისრაელის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. ჩვენი ქვეყნის ნაკრები საშიანო მატჩს 3 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველო – ისრაელის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო და გულშემატკივარს მისი შეძენა ონლაინ – TKT.GEზე შეუძლია ➡ tkt.ge/basketball

მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

კომენტარი