სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანაკლიის პორტის მასშტაბური სამშენებლო სამუშოები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მოინახულეს

ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოში მოქმედმა ელჩებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, იაპონიის, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ანაკლიის პორტის მიმდინარე მშენებლობა და ზღვის ფსკერიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოტუმბვის მასშტაბური სამუშოები მოინახულეს.

ელჩებს ანაკლიის პორტში პროექტის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და პორტის მენეჯმენტმა უმასპინძლეს. სამუშაოებისა და მსოფლიოში უდიდესი დამაღრმავებელი გემისათენასმონახულების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა: პირველად ვარ ანაკლიაში და ბედნიერი ვარ, რომ დეტალრუად შევიტყვე ამ უნიკალური და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვს და მათ შორის იაპონიისთვის. მჯერა, რომ ჩვენ შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება და იაპონია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროექტში“.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, იოჰანეს დოუმა: ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უკვე მეხუთედ ვარ და ძალიან შთამბეჭდავია ეს პროგრესი რაც პორტის მშენებლობამ გაიარა. დღეს ამაყი ვარ, რადგან ეს [„ვან ოორდისგემიათენა“] ჩვენი გემია. მიხარია, რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვიმედოვნებ, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება. სამომავლოდ კი ჩვენმა ქვეყანამ ანაკლიის პორტისგან სარგებელიც უნდა მიიღოს - ჩვენ ყველაზე დიდი პორტი გვაქვს და ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები ვიქნებით. ასევე, ერთად ვიმუშავებთ ლოგისტიკის განვითარებისთვის“.

რუმინეთის ელჩი საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბა: ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და უკვე მეორედ ვსტუმრობ ახალი პორტის მშენებლობის პროცესს. ძალიან საინტერსოა მისი განვითარება, ის ტექნოლოგიები, რასაც მისთვის იყენებენ და პროექტის კონცეფცია. მიხარია, რომ საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში ამუშავდება“.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი,: მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ანაკლიის პორტის მიმართ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ელჩებთან, მათ დაათვალიერეს მშენებლობის პროგრესი და მიმდინარეობა, ეწვივნენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამაღრმავებელი გემს რომელიც ჩვენთან მუშაობს“.

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები ოცდაოთხსაათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმაათენამანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 4 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანიავან ოორდისსპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდავან ოორდისმიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი, რომელთა ჯამური სიგრძე 2 436 510 მეტრს შეადგენს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100