სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბექა დავითულიანი: გზავნილი მიღებულია, ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის ამ ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად

საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია , ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.


„ამ არჩევნებიდან ჩვენ შეგვიძლია სამი ძირითადი პასუხის გამოტანა. პირველი, ეს არის ის, რომ ქვეყანაში მოქმედებს მაღალი დემოკრატიული სტანდარტი და ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების მავნე პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ დასამარებულია. მეორე ტური მიანიშნებს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტზე, რომლის დაცვის გარანტიც არის მოქმედი ხელისუფლება რა თქმა უნდა ქართველ ხალხთან ერთად. მეორე მივიღეთ გზავნილი მოსახლეობისგან, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე არის შესაცვლელი, შესაცვლელია სწრაფად და ეფექტურად. ეს გზავნილი მიღებულია, ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის და ისევ თქვენთან, ხალხთან, ამ ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად შევცვლით და ამ გამოწვევას აუცილებლად გაvუმკლავდებით. მესამე, ეს არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ აბსოლიტურად პოლარიზებული არჩევანი. არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის, ძალადობასა და სიმართლეს შორის, ამიტომ არჩევანი მარტივია და ერთად უნდა გავართვათ თავი ამ გამოწვევას“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100