სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე: მინდა განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გადავუხადო, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო

„პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მოსული იყო არჩევნებზე და თავისი ნება დააფიქსირა. მინდა განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გადავუხადო, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო.


მნიშვნელოვანია ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის. რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი.

მინდა მას ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ცესკოს მონაცემებს უნდა დაველოდოთ. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. როდესაც დათვლის შედეგად მიღებული ციფრები გვექნება, ოფიციალურად გამოვაცხადებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში ჩართული იყვნენ, სალომე ზურაბიშვილს კი დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ“,

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100