გოგიტა ცუცქირიძე: სახელმწიფოსთან შანტაჟით და ულტიმატუმებით საუბარი ისევ ბიზნესისათვის არის წამგებიანი

„ომეგას“ მიერ წარმოების განახლებას საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ეხმიანება. იგი სწორ ნაბიჯად აფასებს კომპანიის გადაწყვეტილებას და აცხადებს, როგორც ბიზნესმა დავალიანების გადახდა, სახელმწიფომ გადადგა აბსოლიტურად სწორი შემხვედრი ნაბიჯი და მისცა საწარმოს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება, რათა მიიღოს შემოსავლები და მოემსახუროს ვალებს.


მისი აზრით ეს აბსოლუტურად აბსოლიტურად სწორი მიდგომა. „ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს რომ სახელმწიფოსთან შანტაჟით და ულტიმატუმებით საუბარი ისევ ბიზნესისათვის არის წამგებიანი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ვალის გადახდის პროცესის დაწყებაა. მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განუცხადა, რომ მისთვის არ არსებობენ არც პრივილეგირებული მეწარმეები და არც უკანონოდ დასჯილები“-აცხადებს გოგიტა ცუცქირიძე. მისი ინფორმაციით, ზოგადად ვალების რესტრუქტურიზაცია საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკა. მისი მიზანია პროცესის წარმართვა ისე, რომ არ დაზიანდეს წარმოება და ადამიანებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები.

კომენტარი