სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანსამბლი „რუსთავი“ იაპონიაში 33კონცერტს გამართავს

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურანსამბლირუსთავისსრული შემადგენლობა იაპონიაში 50 წლის საიუბილეო ტურნეს გამართავს. ტურნე, რომელიც ქალაქ იჩიკავადან (ჩიბა) დაიწყო იაპონიის 21 ქალაქს მოიცავს და 33კონცერტი გაიმართება.

12 ოქტომბერს, პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.. ქართულმა ფოლკლორმა ამომავალი მზის ქვეყნის 2400 მაყურებელი გაოცებული და აღფრთოვანებული დატოვა. დასკვნითი კონცერტი 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში ჩატარდება.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლირუსთავიდაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

https://www.youtube.com/watch?v=qP5_4bWUjik

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100