სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობას თიბისის თანამშრომლება მიიღეს

„თი-ბი-სი“ ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითისამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში კომპანია 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულადაღადგენს.

ტერიტორიაზე ნიადაგის მომზადების, სარგავი ადგილების მონიშვნის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების სატყეოსააგენტოსთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.

20 ოქტომბერს, თიბისის 200-მდე თანამშრომელმა ნერგების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

დარგვის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე „თი-ბი-სი“ ბანკის ინიციატივით, ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი და სხვა სახის ნერგები დაირგვება, რომლებიც ეროვნულ საშენ მუერნეობაშია გამოყვანილი. იმგარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიკურ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზესამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

“თი-ბი-სი“ ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგადგადამწვარი ტყის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. ერთი წლის წინ, თიბისი ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ-მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების საშუალების საზოგადოებას კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით,ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულიკონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100