HUAWEI - მ Mate -ის მორიგი სერია წარადგინა

16 ოქტომბერს, ლონდონმა წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უმასპინძლა. კომპანია HUAWEI -მ მსოფლიოს, ახალი, Mate 20 სერიის ფლაგმანური სმარტფონები წარუდგინა. ინდუსტრიის ყველაზე დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი HUAWEI Mate 20 და HUAWEI Mate 20 Pro წარმოადგენს უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში.

“სმარტფონი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ციფრულ სამყაროში შესაბიჯებლად. HUAWEI Mate 20-ის სერია შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მომხმარებლის საუკეთესო „მეგობარი“. ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ეზიარონ სრულყოფილ ცხოვრებას. - აღნიშნა HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ.

HUAWEI Mate 20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით - Kirin 980-ით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გაზრდილ სიჩქარეს ნაკლები ენერგიის მოხმარების პარალელურად. მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI Mate 20 სერია აერთიანებს 4 მოწყობილობას: HUAWEI Mate 20 -ს, HUAWEI Mate 20 Pro -ს, HUAWEI Mate 20 X-ს და PORSCHE DESIGN HUAWEI Mate 20 RS-ს.

ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ მანძილზე გადაღების საშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვევბით, ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm).

გარდა ფუნქციონალური შესაძლებლობებისა, HUAWEI-ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.

ეკრანშივე ჩამონტაჟებული თითის ანაბეჭდი, უფრო მეტად დახვეწილი დიზაინი, უახლესი პროცესორი Kirin 980, 3X ოპტიკური ზუმი, უსწრაფესი დატენვის ფუქნცია და 4K მხარდაჭერა - აი, რას გვთავაზობს ახალი HUAWEI Mate 20 სერია, რომელიც თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობებით ნამდვილად წარმოადგენს ლიდერს მობილური მოწყობილობების ინდუსტრიაში.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი