სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. აქ წარმოებულ პროდუქციას არა მხოლოდ ყატარის, არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს“

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას, ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰს და ყატარის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების, მეცხოველეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა ქარხანა დაათვალიერეს და საწარმოში მიმდინარე პროცესებს გაეცვნენ.

მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. აქ წარმოებულ პროდუქციას არა მხოლოდ ყატარის, არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს. ქართული პროდუქტები მიმზიდველია როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით“, - განცხადა ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის, ყატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის განცხადებით, საქართველოს, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ტიპის პროდუქტის შეძენის მიზნით, კატარის სახელმწიფოდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრებიან.

ვიზიტის დასასრულს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა მადლობა გადაუხადა უშუალო მასპინძელს, ლევან დავითაშვილს გულითადი მასპინძლობისთვის და კოლეგა, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, კატარის რესპუბლიკაში, 2019 წლის მარტში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100