სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ზედაზენი“ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს პირველობის მხარდამჭერია

12-14 ოქტომბერს თბილისი სამბისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. მსოფლიოს ჩემპიონატში ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა შორის, 31 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

3 დღის განმავლობაში ახალგაზრდა სამბისტები ჩემპიონ-პრიზიორებს 10 წონით კატეგორიაში გამოავლენენ და მედლების 40 კომპლექტი გათამაშდება.

მსოფლიოს პირველობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სამბოს ფედერაცია ჩაატარებს.

ჩემპიონატის სპეციალური პარტნიორია „ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში და არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების პარტნიორი და მხარდამჭერია. ამასთან, წლების განმავლობაში „ზედაზენი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა და მუდმივად მონაწილეობს ისეთ აქციებში, რომლებიც ახალგაზრდა თაობას სპორტულ აქტივობებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100