სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა ხაჭაპურიძე: პროკურატურაზეა დამოკიდებული გამოაქვეყნებს თუ არა ლევან ყიფიანის ჩვენებას, ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს

„პროკურატურაზეა დამოკიდებული გამოაქვეყნებს თუ არა ლევან ყიფიანის ჩვენებას, ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს, - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

„ჩვენ ვამზადებთ ორ სამართლებრივ დოკუმენტს, ერთი გახლავთ პროკურატურაში საჩივრის შეტანა ბატონი ოქუაშვილის მხრიდან ლევან ყიფიანის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტთან დაკავშრიებით და მეორე - სამოქალაქო სარჩელი ბატონ ლევან ყიფიანის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ვინაიდან ეს დოკუმენტები ჯერ მზად არ არის მე ვურჩიე ბატონ ლევანს თავი შეეკავებინა პრეს-კონფერენციის ჩატარებისაგან და მას შემდეგ რაც ჩვენ შევიტანთ - ეს იქნება მომდევნო კვირის დასაწყისში - ამის შემდგემ მას შეუძლია უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს.

ორჯერ იქნა ბატონი ყიფიანი პროკურატურის მიერ დაკითხული სასამართლოს მეშვეობით, გუშინდელი კითხვები ეხებოდა პირველი ორი დაკითხვის ირგვლივ დამაზსუტებელ კითხვებს, თუ რა დეტალები იყო, როგორ იყო, მე ჩემი მარწმუნებლის მხრიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მაქვს უფლება გავაჟღერო, ალბათ ყველაზე უკეთესი იქნება მიმართოთ პროკურატურას, პროკურატურის პრეს-ცენტრი თუ საჭიროდ ჩათვლის გააკეთებს განცხადებას. პროკურატურაზეა დამოკიდებული გამოაქვეყნებს თუ არა ჩვენებას. ყიფიანს რამე სხვა სტატუსი, გარდა მოწმისა, არ გააჩნია. ეს იყო გამოკითხვის ოქმი და არა დაკითხვის ოქმი, ამიტომ სამართლებრივად როგორც გადაწყვეტენ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს“ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100