სოფო კილაძე: მატისისა და აპატურაის განცხადებები არის საქართველოს თავდაცვის რეფორმების უპრეცედენტო აღიარება მსოფლიო დონეზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა და ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

ეს არის საქართველოს თავდაცვის სისტემის წარმატების აღიარება მსოფლიო დონეზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომლის წევრად გახდომა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. მსგავსი შეფასებები უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ის ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი პარტნიორები ხედავენ იმ ნაბიჯებს, რომელთაც საქართველო დგამს ამ კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი წარმატებები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა რ2-ის თავდასხმა თავდაცვის სამინისტროზე და პირადად მინისტრზე. ვფიქრობ, ეს უკავშირდება სწორედ იმ წარმატებას, რომელსაც საქართველომ თავდაცვის სფეროში მიაღწია სწორედ ლევან იზორიას მინისტრობის დროს. სამწუხაროდ, ტელეარხი, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ობიექტურ, მიუკერძოვებელ ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს, ცდილობს სიცრუის ტირაჟირებით გადაფაროს ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ნატოსთან და აშშ-სთან ურთიერთობისა და თავდაცვის რეფორმების სფეროში.

კომენტარი