ალექსანდრე დარახველიძე - „2012 წლის შემდეგ განხორციელებეული რეფორმების შედეგად საქართვლო მსოფლიო რეიტინგში 186 წევრ ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა

ალექსანდრე დარახველიძე - „2012 წლის შემდეგ განხორციელებეული რეფორმების შედეგად საქართვლო მსოფლიო რეიტინგში 186 წევრ ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დადებითად აფასებს “მსოფლიო ბანკის“ მიერ ჩატარებულ მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. ალექსანდრე დარახველძის თქმით, „2012 წლის შემდეგ განხორციელებეული რეფორმების შედეგად საქართვლომ 17 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა მსოფლიო რეიტინგში და 186 წევრ ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

„ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ა.შ. საქართველო ამ მაჩვენებლით ლიდერია როგორც რეგიონში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში და იგი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება. საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით - 100%-იანი შეფასების შკალიდან 77% - რითაც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეფექტური მართვის კუთხითაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა - 72%, რითაც ევროკავშირის 5 ქვეყანაზე წინაა. რეგულაციების ხარისხის მიმართულებით კი 82% დაიმსახურა ჩვენმა ქვეყანამ და მსოფლიო მასთტაბით 38-ე ადგილზეა” - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.


კომენტარი