სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორჯომში ქუჩის კალათბურთის ტურნირი „ბორჯომის“ თასი - კალათბურთი 3x3 ჩატარდება

6 ოქტომბერს, ბორჯომში, ახალ სტადიონზე (მის: თორის ქ.39; „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ პროექტით #ბორჯომისპორტისგულშემატკივარი ქუჩის კალათბურთის ტურნირს „ბორჯომის“ თასი - 3x3 კალათბურთი უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდა.

ჩემპიონატი 12:00 საათიდან დაიწყება და მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს, ვისაც უყვარს კალათბურთი, არის სპორტული და წარმოადგენს 4-კაციან გუნდს. მატჩების ხანგრძლივობა განისაზღვრება 10 წუთით. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და ფულადი ჯილდო. გარდა კალათბურთის ჩემპიონატისა, გულშემატკივრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა.

ახალი სტადიონი მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ პირველი ქარხნის მიმდებარედ 2017 წელს გაიხსნა, „ბორჯომისა“ და Mercy Corps-ის დაფინანსებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით. სტადიონი წელს პირველად უმასპინძლობს ჩემპიონატს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100