რომან მუჩიაშვილი საგარეჯოში ამომრჩეველს შეხვდა

რომან მუჩიაშვილი საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრაზე:

„უპრეცენდენტო მოვლენაა, როდესაც მმართველი პარტია უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე და მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს. ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დიდი მიღწევაა, რაც ბევრად მაღლა სწევს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს.

დღეს, საქართველოს სჭირდება განათლებული, ევროპული, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.“

კომენტარი