სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია გაჩეჩილაძე: სალომეს აქვს უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება და ამ გამოცდილების უკან დგას ძალიან სერიოზული კავშირები საერთაშორისო დონეზე

გია გაჩეჩილაძე ასპინძის მოსახლეობასთან შეხვედრაზე:

ქალბატონ სალომეს აქვს უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება და ამ გამოცდილების უკან დგას ძალიან სერიოზული კავშირები საერთაშორისო დონეზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომაც, ვუჭერთ მხარს ამ ადამიანს, გარდა ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანი იქნება აბსოლუტურად ნეიტრალური, არ იქნება არცერთ მხარეზე. კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ იქნება მისი სახელმძღვანელო და რომლის მიხედვითაც ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, ადამიანთა შორის მეგობრობა და ა.შ. ქალბატონი სალომე ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გავიაროთ რთული პერიოდი და ბოლომდე მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი საყვარელი მოსახლეობა ფეხზე წამოდგეს და ყველა ადამიანი კმაყოფილი იყოს ცხოვრებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100