სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა

2 ოქტომბერი, 2018 - მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური პარტნიორობით ბუენოს აირესის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა, დღესვე დამტკიცდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა საზეიმო ოლიმპიური ფიციც დადეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა.

6-18 ოქტომბერს, ბუენოს აირესში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, 12 დღის განმავლობაში მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს. მათ შორის იქნება საქართველოს 15 წარმომადგენელი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს. საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. საქართველოს ბანკი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ოლიმპიელებს!

წლევანდელ მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ: ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა - 10 მ, პნევმატური პისტოლეტი), გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ), გიორგი თოხაძე (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ), გიორგი ჩხიკვაძე ( ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო,100 კგ), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ),ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ),გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), 3X3 კალათბურთელთა გუნდი: ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100