სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელიტ ელექტრონიქსმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანია ალიანს ჯგუფთან

ელიტ ელექტრონიქსი ალიანს ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ახალი ექსკლუზიური პროექტის „ალიანს პალასის“ საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროექტი მოიცავს ტექნიკის დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით საცხოვრებელი აპარტამენტების მოწყობას.

პროექტი 41-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს წარმოადგენს, რომლის 1-დან -მე-5 სართულის ჩათვლით მსოფლიო ბრენდის „ქორთიარდ მერიოტი“-ს 150 ნომრიანი სასტუმრო, ხოლო 6 სართულიდან - 41-ე სართულის ჩათვლით პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება.

ელიტ ელექტრონიქსის, როგორც დარგის ლიდერი კომპანიის მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკის შემოტანა ქართულ ბაზარზე, ამასთანავე ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და დამკვიდრებას. ელიტ ელექტრონიქსის გუნდი ორიენტირებულია ხარისხზე და მუდმივ განვითარებაზე, რაც კომპანიის ყოველწლიურ ზრდაში გამოიხატება. კომპანია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 22 წელია მოღვაწეობს და ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100