სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია HUAWEI-მ IFA 2018-ზე ანდროიდის ბაზაზე შექმნილი უახლესი ოპერატიული სისტემა EMUI 9.0 წარადგინა

IFA 2018-ზე, კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდმა (CBG), Android Pie-ზე დაფუძნებული ოპერატიული სისტემა EMUI 9.0 წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ EMUI 9.0 ერთ-ერთი პირველი პერსონალიზირებული სისტემაა, რომელსაც გააჩნია ინტუიციური ინტერფეისი და მრავალფეროვანი ფუნქციები, იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნებიც კი.

შეგახსენებთ, რომ რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა IFA 2018-ს ბერლინმა უმასპინძლა, სადაც ერთ სივრცეში თავი მოიყარა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციურმა ნაწარმმა.

დიდი ყურადღება მიიქცია Android Pie-ზე დაფუძნებულმა ოპერატიულმა სისტემამ EMUI 9.0-მ. აღსანიშნავია, რომ HUAWEI-ს უახლესი პერსონალიზირებული ოპერატიული სისტემა გაცილებით უფრო გამართულია, ვიდრე მისი წინამორბედი - 12.9%-ით უფრო სწრაფი მუშაობისას და აპლიკაციების გადართვისას. EMUI 9.0 -ის და ახლახანს წარმოდგენილი Kirin 980-ის ერთობლიობა, მომხმარებელს საოცარ გამოცდილებას ჰპირდება HUAWEI Mate 20 სერიაში.

IFA 2018-ის ფარგლებში, ბევრი პრესკონფერენცია და პრეზენტაცია მოეწყო, მომხმარებლისთვის და მედიისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით.


„დღევანდელი სმარტფონები გადატვირთულია უამრავი მახასიათებლებით, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება არც სჭირდებოდეს ყოველდღიურად და საკმაოდ დამაბნეველიც ხდება. ყოველივე ეს ზოგად უკმაყოფილებას იწვევს. EMUI 9.0-ის შექმნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა, სისტემა უნდა ყოფილიყო სასიამოვნო, თანმიმდევრული და მარტივი. გარდა ამისა, EMUI 9.0-ის წარდგენით, HUAWEI გახდა ერთ-ერთი პირველი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს შესთავაზა Android Pie-ს ბაზაზე არსებული პერსონალიზირებული ოპერატიულ სისტემა, რაც ჩვენი აზრით, Google-სა და ჩვენს შორის ახლო ურთიერთობაზე მეტყველებს.“ განაცხადა HUAWEI-ს პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო დეპარტამენტის პრეზიდენტმა, ვანგ ჩენგლუმ.

EMUI 9.0-ს მოყვება GPU Turbo 2.0 - უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს HiVision-ია, რაც შესაძლებლობას აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ. ფუნქციის გამოყენება საკმაოდ მარტივია: „მიმართეთ სმარტფონის კამერა ინტერესის ობიექტისაკენ და მიიღებთ ისტორიიდან დაწყებული, საინტერესო ფაქტებით დამთავრებულ სრულ ინფორმაციას,“ - განმარტავენ კომპანიაში.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100