სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

HUAWEI-მ გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გადაუსწრო

მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციამ (International Data Corporation - IDC) 2018 წლის პირველი ნახევრის ბიზნეს მიღწევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სმარტფონების გლობალურ მიწოდებაში კომპანია HUAWEI-ს მნიშვნელოვანი, 95 მილიონზე მეტი ზრდა დაფიქსირდა. IDC-ის მონაცემებით, კომპანია HUAWEI-მ 2018 წლის მეორე კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის მონაცემებით სულ გაყიდულია HUAWEI-ს 54.2 მილიონი სმარტფონი, რომლის მიხედვითაც კომპანიის ბაზრის წილი 15.8%-ს შეადგენს. რაც შეეხება Apple-ს, აპრილ-ივნისის პერიოდში, გაყიდული სმარტფონების ოდენობა 41.3 მილიონია. ანგარიშის მიხედვით, 71.5 მილიონი გაყიდული სმარტფონით პირველ ადგილს Samsung-ი იკავებს, რომლის წილიც ბაზარზე 20.9%-ია.

„HUAWEI-ს ბაზრის წილის ზრდა შთამბეჭდავია და მისასალმებელია მისი სურვილი დაიმკვიდროს ადგილი იმ ქვეყნების ბაზრებზე სადაც აღნიშნულ ბრენდს დღემდე არ იცნობდნენ კარგად,“ ძირითადად, ყველა ბაზარზე, კონკურენტებად SAMSUNG-ი, HUAWEI და Apple-ი მოიაზრება და ეს არ მგონია შეიცვალოს.“ - - განაცხადა IDC-ის პროგრამულმა ვიცე პრეზიდენტმა, რაიან რეითმა.

„ბოლო ექვსი თვე წარმატებული იყო HUAWEI CBG-სთვის, აღინიშნება ბიზნესის ზრდა ყველა ბაზარზე. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი არის, კომპანიის ერთგულება ინოვაციებისადმი და რაც მთავარია მომხმარებლის ლოიალობა. HUAWEI-ს ყურადღება კვლავ პროდუქციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული" - განაცხადა HUAWEI-ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100