სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ირჩევს ქართველი მომხმარებელი HUAWEI-ს

HUAWEI ქართული ბაზრის საცალო სეგმენტში ამბიციური გეგმებით შემოვიდა დასამსუნგსა და ეფლს” სერიოზულ კონკურენციას დაჰპირდა. ჯერ კიდევ, წლების წინ, ექსპერტები განმარტავდნენ, რომ საქართველოს ბაზარი სპეციფიკური და თანმიმდევრულია, ქართველ მომხმარებელს კი, კონკრეტული ბრენდის მიმართ უკვე ჩამოყალიბებული აზრი გააჩნია. ერთი სიტყვით, ჩინურ ბრენდს, წარმატებულ მომავალს ვერ უწინასწარმეტყველებდნენ და აცხადებენ რომ: ქართველი მომხმარებელი პირველ რიგში ყურადღებას ბრენდს აქცევს და არა ტელეფონის ფუნქციებს, თუ მაგალითად, უცხოეთში მოწყობილობის ფუნქციებით ინტერესდებიან, საქართველოში სხვაგავარად ახდენენ არჩევანს ”.

თუმცა ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ტექნოლოგიები მეორეხარისხვანი იყო, HUAWEI -მ ცალსახად გააქრო. დღეს ქართველი მომხმარებელი ტელეფონის ინოვაციური ფუქნციებისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით HUAWEI-ს ტელეფონს ირჩევს, თავის მხრივ, კომპანიაც თავის მომხმარებელს, ყოველთვიურად ახალ-ახალი მოდელებით ანებივრებს, რომელიც გამორჩეულია დიზაინით, ფუნქციური მონაცემებითა და ტექნოლოგიური მიღწევებით. ამასთან, HUAWEI-მ დიდი წვლილი შეიტანა მობილურ ფოტოგრაფიაში.

მსოფლიო რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში, - ასე აფასებენ HUAWEI-ს ახალი სერიის სმარტფონებს მომხმარებლები: დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინით, იდეალური ფორმები, - რთულია მასზე უარი თქვა. ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არც თუ ისე დიდი შემოსავალი აქვთ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მრავალფუნქციური და დახვეწილი სმარტფონი, მისაღებ და რაციონალურ ფასად. სწორედ ასეთია HUAWEI“.

HUAWEI -ს მულტიფუნქციური სმარტფონის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია იყოს უფრო თავდაჯერებული, შეუძლია ფეხი აუწყოს თანამედროვეობას - იმოქმედოს უფრო სწრაფად და მოქნილად და რაც მთავარია, კომპანია HUAWEI-ს უახლესი სმარტფონებეით შესაძლებელია გადაიღოთ უმაღლესი ხარსხის ფოტოები და ასახოთ თქვენი ცხოვრების თითოეული წამი.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზე კომპანია მესამე ადგილზეა. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს. HUAWEI Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100