ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში, ქორწილში მყოფი 100-მდე სტუმარი მოიწამლა

ბათუმში საქორწინო წვეულების ასამდე სტუმარი მოიწამლა. ისინი სარიტუალო დარბაზ "კახაბერში" იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი მკურნალობას საავადმყოფოებში ამ დრომდე განაგრძობს.

მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. ერთ-ერთი მათგანი დედათა და ბავშვია ცენტრშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, ყველა პაციენტს ერთი და იგივე სიმპტომები აქვთ, პირღებინება და დიარეა. კონკრეტულად რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარი