სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

PSP ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს

ტრადიციულად პსპ ბავშთა დაცვის დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.

„ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. PSP-ში საბავშვო პროდუქციაზე ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებული აქციებია. ბავშვთა კვებაზე, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებებზე მუდმივად სასარგებლო აქციებს ვთავაზობთ, მაგრამ ივნისის თვე ყოველთვის გამორჩეულია. ამჯერად, უპრეცედენტო აქციები გვაქვს: 25%-იანი ფასდაკლება საბავშო ფაფებსა და საფენებზე, კოსმეტიკურ და მოვლის საშუალებებზე; სებამედის და ნუბის 30 ლარის შენაძენზე მომხმარებელი ბავშვთა კვების მითითებულ პროდუქციას 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და ა.შ.

1 ივნისის აღნიშვნა პსპ-ში ტრადიციად იქცა. ყოველ წელს ვცდილობთ განსხვავებული ღონისძიებები შევთავაზოთ ჩვენს საყვარელ პატარებს. წელს, 1 ივნისს „გარდენ ჰოლში“ მოსულ ყველა პატარას პსპ დაუვიწყარი დროის გატარებას ვპირდებით,“- აცხადებენ PSP-ში.

თბილისის ცენტრში, ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ დღის 2 სთ-დან 6-მდე ყველა ბავშვს PSP ეპატიჟება საინტერესო აქტივობებით და გასართობებით აღსავსე ღონისძიებაზე.

14სთ -ზე ღონისძიება გაიხსნება „ექსპერიმენტორიუმის“ აზოტის შოუთი. ჩატარდება ხატვის, სიმღერის, ცეკვის კონკურსები; ანიმაციურ და ზღაპრის გმირები ბავშვების მხიარულებასა და სახის მოხატვაზე იზრუნებენ.

საბავშო „საოჯახო“ ყვითელ ზონაში მოეწყობა სპორტული და განაჯანსაღებელი კონკურესები პატარებისთის; „სილამაზის“ მალინისფერ ზონაში - ესპანური საბავშვო კოსმეტიკით „იუგავი“ გამოცდილი ვიზაჟისტები პატარებს ვიზაჟს გაუკეთებენ; „ჯანმრთელობის“ მწვანე ზონაში ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ ლაბორატორიის თანამშრომლები პატარებს დაეხმარებიან სახალისო „ქიმიური ცდების“ ჩატარებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100